English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიულშენ ზაიდ ყიზი იუზბაშიევა ტარიელ მუსალლიმ ოღლი გურბანოვი ასიფ მირლაზიმ ოღლი მუსტაფაევი
ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის გაძლიერების პროცესში სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელობა

გაფართოებული რეზიუმე 

სტატიაში აღნიშნულია, რომ სტრუქტურული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სახელმწიფოს გავლენა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ეფექტური პროპორციების ფორმირებაზე. ამოცანას წარმოადგენს არა სახელმწიფო სექტორის აუცილებლობისა და მნიშვნელობის დასაბუთება, არამედ მისი მასშტაბების და ეფექტური თანაფარდობის დადგენა, კერძო სექტორთან მისი ურთიერთობა. მიზანშეწონილია არ ამარტო თანამედროვე სტრუქტურის, არამედ ბოლოდროინდელი სტრუქტურული ცვლილებების კვლევა. ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება ეკონომიკური სტრუქტურა, ანუ როგორი პოტენციური ზრდის შესაძლებლობა გააჩნია, როგორი სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვევს მომავალ ზრდას, ხოლო რომელი პირიქით დაამუხრუჭებს და ამის საფუძველზე ეკონომიკური აქტიურობის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა და ეკონომიკის ეფექტურობის ამაღლება.

სტატიაში ასევე განხილულია ისიც, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ აღებული კურსიდან  – შეისყიდოს ტექნოლოგიები უცხოეთში და იქიდანვე მოიწვიოს სამუშაოდ სპეციალისტები თავისი მეცნიერების გამოცოცხლებისა და საკუთარი სპეციალისტების მომზადების მიზნით საზოგადოების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზაციის და განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასვლა. მნიშცნელოვანია ინოვაციური პროცესების სტრუქტურირება, ანუ ეფექტურ ინოვაციურ პროცესებს უნდა გააჩნდეს განმეორებადი იტერაციული (შემოწმება და შედეგის მიღების პირობებისადმი თანმიმდევრული მიახლოება) ხასიათი, რადგანაც ეს უზრუნველყოფს პერსპექტიული იდეების სწრაფ პრაქტიკულ შემუშავებას და წარუმატებელ იდეებზე უარის თქმას, ტრადიციულიდან ინოვაციურზე გადასვლისას, საუბარია არა სახელმწიფოს მონაწილეობის ზრდაზე ეკონომიკაში, არამედ სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობის და ხარისხის ზრდაზე, განვითარებადი მეწარმეობის და საბაზრო ინფრასტრუქტურის სერიოზულ და კარგად გათვლილ მხარდაჭერაზე, მრეწველობის და სხვა დარგების მოდერნიზაციაზე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოპტიმუმი სახელმწიფოს პირდაპირ და ირიბ გავლენებს შორის, რათა არ იქნეს დაშვებული პირველის პრივალირება მეორეზე, სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის მიერ კერძო სექტორში, ბიზნესში პარაზიტირება. ბევრი პროექტის რეალური და ეფექტური რეალიზაცია დამოკიდებულია არა ინვესტიციების რაოდენობაზე, არამედ მართვის სისტემის ხარისხსა და ეფექტურობაზე. მიზანშეწონილია, სახელმწიფო დანახარჯების ეფექტური ოპტიმიზაცია. ფასების რეალური ზრდის რეალური მიზეზია არა  ჭარბი ფული ეკონომიკაში, არამედ მისი არასწორი კოორდინაცია, მონოპოლიების არსებობა და პერიოდული დევალვაცია, რაც ინფლაციის ვითომ და გაზრდის მიზნით აუარესებს ეკონომიკურ სიტუაციას.

ქვემოთ აღნიშნულია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ასტიმულირებდეს საქმიანობის ისეთ სახეობებს, რომლებიც მოიტანენ სიკეთეს მომვალში, და რომლებიც ჯერ კიდევ სუსტად ან საერთოდ არ არიან განვითარებული. თავის დროზე ლიბერალი თეორეტიკოსები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ სახელმწიფოსაგან გამოყოფილი უნდა ყოფილიყო სამეურნეო ფუნქცია, რაც გამოიწვევდა სახელმწიფოს ჩამოშორებას სახელმწიფო ჰოლდინგებისა და სახელმწიფო კომპანიების კონტროლისაგან (ეს წინადადება არ გავიდა). დღეისათვის იგი რეალიზდება სამ დონეზე: 1  – ეს არის „ქერის ორმო“ განვითარების მრავალი ინსტიტუტის სახით და არც არავინ იცის კერძოდ რას ანვითარებენ ისინი, მაგრამ ამისდამიუხედავად ყოველივე მათგანს გააჩნია შენობა, ტრანსპორტი, ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები; 2 – სახელმწიფო კორპორაციები - გააჩნია სახელმწიფო „ჭერი“ – შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო ფირმების ყველა უპირატესობით, მაგრამ სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობენ როგორც კერძო კომპანიები, რომლებიც თავისუფალი არიან სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოებთან ყოველგავრი შეთანხმებისაგან (გაყიდონ, დააგროვონ ქონება, აიღონ კრედიტები, გამოუშვან აქციები); 3 – კომპენიები სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით - რომელთა საკონტროლო პაკეტი ფორმალურად სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგრამ სახელმწიფო მათზე რეალურ ზეგავლენას არ ახდენს, თუმცა მენეჯმენტი სრულიად აკონტროლებს სიტუაციას. მიზანშეწონილია შეიქმნას ეფექტური სახელმწიფო სექტორი, რომელიც თავის მხრივ შექმნის საერთო სტრუქტურას, შეინარჩუნებს სპეციალიზაციას, კერძო და უცხოურ კორპორაციებს გაუწევს კონკურენციას.

მნიშვნელოვანია ინვეტიციების სახელმწიფო ხარჯების და ეკონომიკის მონეტიზაციიის დონის ზრდა პოტენციური განაკვეთების შემცირებისა და რესურსების გადადინების სტიმულირების პირობებში სანედლეულო დარგებიდან და ტრანზაქციული სექტორებიდან საწარმოო სექტორებში (შრომითი პოტენციალის ჩათვლით) მაკროეკონომიკური პოლიტიკა. მნიშვნელოვანია სამომხმარებლო სექტორის განვითარება და მომავალი პერსპექტიული კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა. ფორმალურად სახელმწიფოს დიდი საკუთრება გააჩნია, რეალურად კი ეს ყველაფერი კერძო ხელებში იმყოფება. შედეგად ამ საკუთრებიდან შემოსავლები ბიუჯეტის გვერდის ავლით მოძრაობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რეალური საბაზრო გარემოს შექმნა და კონკურენციის რეალური განვითარება, სახელმწიფო ქონების მართვის გაუმჯობესება. სახელმწიფოს დიდი  წილი ეკონომიკაში – ეს ეკონომიკური რყევების შედეგია და არა მიზეზი, ამისთვის აუცილებელია განხორციელდეს სტრატეგიული დაგეგმვა, რაც იძლევა ნათელ პროგნოზებს და ორიენტირებს, კორპორაციებისათვის და ბიზნესისათვის საკუთარი სტრატეგიების შემუსავების შესაძლებლობას საერთო მიმართულების ფარგლებში.